გზებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია .

Visited 117 times, 1 visit(s) today