გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

02/03/2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაური-ზანაქიძეების გზის მონაკვეთზე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ 1 კილომეტრამდე ტერიტორიაზე ასფალტობეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებს შ.პ.ს „ბონდი2009“ ასრულებს. მოსამზადებელი სამუშაოები ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რკ.გადასასვლელი-კვირიკე ჰესის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილებისა და თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე 16 მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის აღმართის მიმართულებით, გზაზე განვითარებული მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაბა ჩაქვი აღმაშენებლის ქუჩის მე-5-ე შესახვევში გრუნტის მოსწორებისა და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის გზის მონაკვეთზე დამეწყრილი ადგილი იწმინდება. ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს: ქედის მუნიციპალიტეტში: ხარაულა-ფინავლების მიმართულებით. შუახევის მუნიციპალიტეტში: უჩამბა-წაბლანას, ბრილის გზის, შუახევი-უჩამბის, კარაპეტის გზის, ღორექეთი-გომარდულისა და ჯაბნიძეების გზის მიმართულებით. ხულოს მუნიციპალიტეტში: ეკლანა-ლაზოღლებისა და ქედლები-შურმულის გზის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0