გზების გაწმენდითი სამუშაოები დღეს დასრულდება

10/07/2016

8-9 ივლისს, უამინდობის შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები გადაკეტა. გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ გაიწმინდა კოკოტაურის (ძანაძეების უბანი), აბუქეთის, წონიარისის (ჯაიმელას უბანი) და ტაკიძეების მიმართულებით. დღეს დილიდან კი ტექნიკა 3 მიმართულებით მუშაობს: ჯალაბაშვილებში, დოხოძეებსა და ბელტურში. აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლის თემურ დევაძის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დღეს დასრულდება.
დღეს დილიდან მუნიციპალიტეტის სტიქიის შემსწავლელი კომისია დაზიანებულ კერებს ადგილზე სწავლობს. გამგეობა მიყენებულ ზარალს ითვლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0