გზების მოწესრიგება მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

08/05/2017

გზების მოწესრიგება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის, რაც დღევანდელ ხელისუფლებას მემკვიდრეობით დახვდა, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმ პრობლემათაგანია, რომლის მოგვარებასაც დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება. მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი ქუჩა მოწესრიგდა. მათ შორის არის ისეთი ქუჩებიც, სადაც ასფალტი პირველად დაიგო. ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით კვლავაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და მცდელობას არ დავიშურებთ, რომ კიდევ ბევრი გავაკეთით ამ მიმართულებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0