გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო – სამეურნეო გზების მოწყობა -რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში მიმდინარე სამუშაოებს გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

Visited 214 times, 1 visit(s) today