გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები გაზაფხულის ქუჩაზე მიმდინარეობს

24/04/2017

საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ. გაზაფხულის ქუჩაზე, 5000 კვადრატულ მეტრზე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოეწყობა ბორდიურები. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე კაპიტალურად შეკეთდება 5 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოც. ეზოებში, 2100 მეტრზე დაიგებას ასფალტის ახალი საფარი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0