გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

04/06/2017

ზესტაფონში, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28442 ლარს შეადგებს. გზის ასფალტირების სამუშაოებს შპს „ბორანი“ ახორციელებს. 2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სკვერებისა და ღამის განათებების მოწყობა. 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0