გია სალუქვაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

13/02/2017

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე, დასრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები განიხილეს.

„ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა რეგიონში მოქმედი და თავიანთ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ გურიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დოკუმენტი. ასევე, ვისაუბრეთ კურორტ ბახმაროში სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტორის დაინტერესებასა და სამომავლოდ ზამთრის კურორტისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე“- განაცხადა გუბერნატორმა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ინტერესშიც შედის.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0