გია სალუქვაძე ბახმაროში სეზონის წინამოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სეზონის წინამოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

გუბერნატორმა და გამგებელმა კურორტი დაათვალიერეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს.

გია სალუქვაძემ ყურადღება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გაამახვილა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზედამხედველობის წარმომადგენლებს დავალება მისცა:
გურიის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზღვაზეც და მთაშიც უკვე გახსნილია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დასუფთავების საკითხებს, რათა ტურისტებმა თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ. რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა და კურორტებზე დამსვენებლები სეზონის ბოლომდე მრავლად არიან. მინდა ასევე, თხოვნით მოგმართოთ, ყურადღება მიაქციოთ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს და მყისიერად იმოქმედოთ კანონის შესაბამისად“- განაცხადა გუბერნატორმა.

Visited 188 times, 1 visit(s) today