გია სალუქვაძე დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსს თეა კუპრაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
გუბერნატორმა თეა კუპრაძეს წარმატებები უსურვა და კოორდინირებული მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
თეა კუპრაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გაიარა. მას განათლება ეკონომიკის სფეროში აქვს მიღებული და ამ დრომდე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში, ეკონომიკის განყოფილების უფროსად.

Visited 169 times, 1 visit(s) today