გია სალუქვაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს შეხვდა

22/04/2017

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებაზე, პრეპარატების გამოყენებისას ვადებზე და უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი დაესწრნენ.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო – სამეურნეო კულტურას.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ, 2016 წლის ოქტომბერში, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა) და მონიტორინგს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0