გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს გურიის გუბერნიაში გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე გააკეთეს 2016 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის ანალიზი; განიხილეს გურიის რეგიონის სამოქმედო გეგმის 6 თვის მონიტორინგის შედეგები (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტების ნაწილში), სასარგებლო წიაღისეულის მოვოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პროცედურის საკითხი, 2017 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მდგომარეობა, გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების ნაწილში), მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული სხვა მიმდინარე საკითხები და საჭიროებები.
სამხარეო – საკონსულტაციო საბჭო იქმნება და საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.

Visited 140 times, 1 visit(s) today