გიგლა აგულაშვილი სოფელ დუისში, ხეობის ახლაგაზრდებს შეხვდა

02/05/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პანკისის ხეობას სტუმრობდა, სადაც სოფელ დუისში, ხეობის ახლაგაზრდებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. პანკისელი ახალგაზრდები ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესაც გაეცნენ. სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე ჩაატარეს ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელ. მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვები. მიღებული შედეგების მიხედვით სპეციალისტებმა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.
დღესვე, სოფელ დუისში გამვწანების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიგლა აგულაშვილმა მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. აქციის ფარგლებში, 300 -მდე წიწვოვანი (შავი ფიჭვი) და ფოთლოვანი სახეობის ნერგები დაირგო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0