გიგლა აგულაშვილმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაინტერესებულ მხარეებს გააცნო

18/03/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საქართველოში ნადირობასა და ბრაკონიერობასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები, ასევე, ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაინტერესებულ მხარეებს გააცნო.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ,,ეკოჰაბში” გაიმართა, სადაც საგამოძიებო ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ პრეზენტაცია ნადირობასა და თევზჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ წარმოადგინა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ გარემოსდაცვითი თემებზე პერიოდულად ეწყობა დისკუსიები, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობასა და მათ ჩართვას მიმდინარე პროცესებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0