გივი ერქომაიშვილს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი მამუკა ბახტაძემ გადასცა

30/12/2017

ბატონ გივი ერქომაიშვილს 29 დეკემბერს 87 წელი შეუსრულდა. მან ორმოცი წელი იმუშავა ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. დაბადების დღე, დამდეგი შობა-ახალი წელი საპატიო სტუმარს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირადად მიულოცა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ხაზი გავუსვა ბატონი გივის მრავალწლიან მოღვაწეობას ფინანსთა სამინისტროში. განსაკუთრებით, მის დამსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ფორმირების პროცესში.
ბატონი გივი დღესაც აქტიურად განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას და ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობას.
ფინანსთა მინისტრმა მას გააცნო ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც დაგეგმილია 2018 წელს ფინანსთა სამინისტროში.
შეხვედრის დასასრულს, მან ფინანსთა სამინისტროს სისტემის განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ჩამოყალიბების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, ბატონ გივი ერქომაიშვილს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0