გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა

28/07/2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პროფესიულ კოლეჯებს „აისი“, „პრესტიჟი” და ილია ჭავჭავაძის სახელობის საგარეჯოს საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრა. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული კოლეჯების ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ლაბორატორიული კლასები დაათვალიერა და კოლეჯების მსმენელებს გაესაუბრა. გივი მიქანაძე კოლეჯების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს და პედაგოგებსაც შეხვდა და მიმდინარე და სამომავლო საქმიანობას გაეცნო. ​მან სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა დაუდასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0