გივი მოდებაძემ ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

01/07/2020

ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ დაათვალიერა. მერი სოფელ მოხოროთუბანსა და ზოდში იმყოფებოდა, სადაც შიდა საუბნო გზების მობეტონება მიმდინარეობს, შეხვდა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს და პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სოფელ მოხოროთუბანში, სოფლის ცენტრში, საუბნო გზის რთულ მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების განსახორციელებლად, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს “გოლდ ენდ ბრო“ ასრულებს, 42 882 ლარი დაიხარჯება. დღესვე, გივი მოდებაძემ ზოდი-წირქვალის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. ადგილზე მობეტონებითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთლიანობაში მობეტონდება გზის 320 მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ნიუ ბილდინგი“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0