გივი ჭიჭინაძემ გასვლითი თათბირი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩაატარა

26/06/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გასვლითი თათბირი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩაატარა. შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, 12–ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროების რეგიონული სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ.

იმერეთის გუბერნატორმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ,,სოკარ გაზის“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ,, საქართველოს მელიორაციისა“ და შპს ,,მექანიზატორის“ წარმომადგენლებისგან განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ასევე, იმსჯელეს იმ სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომელიც 2017 წელს იმერეთის რეგიონში უნდა შესრულდეს.

დღესვე, იმსჯელეს იმერეთის მუნიციპალიტეტების, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების შესახებ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებისა და სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის გაწევის თაობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0