გივი ჭიჭინაძემ 2017 წელს ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

21/12/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, 2017 წელს ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
თორმეტი ყველაზე წარმატებული სპროტსმენის დაჯილდოვების ცერემონიას ასევე, ესწრებოდნენ: იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი გიორგი იობაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძება ART – გალერეაში გაიმართა, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0