გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

07/08/2017

გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე, გზაზე სანიაღვრე არხები ეწყობა. უახლოეს დღეებში კი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.
ასფალტის საფარი გიორგიწმინდის საავტომობილო გზაზე 1,35 კმ. მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 379 999 ლარით ფინანსდება
სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0