გიორგიწმინდაში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება

28/07/2016

სოფელ გიორგიწმინდაში, სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.
სასმელი წყლის შემკრები რკინა/ბეტონის მონოლითური რეზერვუარი 250 კუბ. მ იქნება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „მშენებელი 2004“ ახორციელებს.
სოფელ გიორგიწმინდაში 115 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა ის დებეტი რომელიც სოფელში არსებობდა არ იყო საკმარისი ყველა ოჯახის უზრუნველსაყოფად, ასევე ძველი რეზერვუარი ამორტიზებული იყო.
გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძიებულ იქნა წყაროები რაც სოფლის წყალმომარაგებას გაზრდის და სოფელში მრავალწლიანი პრობლემა აღმოიფხვრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0