გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წყალტუბოს ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” შესახებ გაესაუბრა, რომელჳც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება.
ბიბლიოთეკარებმა შეხვედრისას მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს ამ პროექტის ინიცირებისა და საქართველოში საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.
მათი განცხადებით, სწორედ პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტის დახმარებით აღდგა გაუქმებული სოფლის ბიბლიოთეკები.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდამჭერ პროექტს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენას, მათ ტექნიკურ აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ბიბლიოთეკების ინტერნეტით უზრუნველყოფას.
,,ამ პროექტის ფარგლებში, არა მხოლოდ აღდგა სოფლლის ბიბლიოთეკები, არამედ მათ ახალი ფუნქცია შეიძინეს, – ჩამოყალიბდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის, რომლებსაც ბიბლიოთეკებში სახელმწიფო სერვისების მიღებაზეც მიუწვდებათ ხელი”, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი წყალტუბოში ადგილობრივ ახალგაზრდებსაც შეხვდა და ახალგაზრდების საზოგადობრივ ცხოვრებაში ჩართლობის მნიშვნელობასა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ ესაუბრა.

Visited 115 times, 1 visit(s) today