გიორგი აბაშიშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვია

22/01/2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვია და შეხვედრები გამართა მმართველი პარტიის – „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლებთან (VVD) და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ახლადდანიშნულ დირექტორთან.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის პოზიტიური გავლენის მნიშვნელობას და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. როგორც ცნობილია, ეს ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ საქართველოში ევროპული პოლიტიკური ღირებულებებისა და სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის საკითხებზე – სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პლურალიზმის და ადამიანის უფლებების შესახებ.
შეხვედრებისას დაიგეგმა ასევე, პოლიტიკური განათლების ამაღლების ერთობლივი პროექტები.
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გიორგი აბაშიშვილმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი და ქართველი ჯარისკაცების სასაფლაო გვირგვინით შეამკო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0