გიორგი აბაშიშვილი საყოველთაო-საერთო განხილვის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

04/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„დღეს საკონსტიტუციო წევრების მხრიდან მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში.
ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საზოგადოების მიერ და საზოგადოებასთან ერთად.
შესაბამისად, ეს პროცესი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ.
ამ წუთებში, ჩემი თანამშრომლები უკავშირდებიან კომისიის აპატარს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0