გიორგი აბაშიშვილმა პირველი სტარტაპ გამოფენა გახსნა

18/11/2017

გიორგი აბაშიშვილმა დღეს პირველი სტარტაპ გამოფენა გახსნა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, : „დღეს საქართველოში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობებია სტარტაპების დაფინანსების, ვიდრე ინფორმაცია არსებობს, ეს რეალობაა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ შესაძლებლობების შესახებ უბრალოდ არ იცის, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, სადაც აქ, ერთ სივრცეში არის თავმოყრილი სრული ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო ინიციციატივების შესახებ, რომელიც სტარტაპებს აფინანსებს, დღეს ნებისმიერ ინოვაციურ იდეას აქვს შესაძლებლობა დაფინანსების მოპოვების და რეალურად ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მთავარი გამოწვევა და მთავარი სტიმული, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს, ეს არის ინოვაციები და ინოვაციების წყარო ყოველთვის არის ძალიან კარგი სტარტაპები და კარგი იდეები. „
პირველი სტარტაპ გამოფენა ქართული სტარტაპების ასოციაციისა და Start – Business Solutions -ის ორგანიზებით მიმდინარეობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილია კომპანიები, რომლებიც მომავალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებაში ეხმარებიან.
გამოფენაში მონაწილეობს 35 – მდე კომპანია, რომელიც სტარტაპებს აწვდის საჭირო პროდუქტს, ან მომსახურებას ბიზნესის დაწყების, განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.
გიორგი აბაშიშვილი წარმოდგენილი ინოვაციური კომპანიების პროექტებს გაეცნო და მათ შორის დაათვალიერა კამპანია „მოითხოვე ქართულის“ სტენდიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0