გიორგი ალადაშვილი ახმეტაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

28/03/2023

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ახმეტაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის და გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 905 გრძ. მეტრზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონის ორფენიანი საფარი, ეზოებში შესასვლელების გათვალისწინებით. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 622,176 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0