გიორგი ალადაშვილი, თელავის ამერიკის კუთხეში ახალგაზრდებს შეხვდა

01/03/2023

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელავის ამერიკის კუთხეში ახალგაზრდებს შეხვდნენ. გასულ წელს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ამერიკის კუთხეს დამატებით დაეთმო სივრცე, მოხდა მისი გაფართოება და ახალი რესურსებით აღჭურვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკის კუთხის აქტიურ წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის შესახებ, სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით რეგიონში წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ, ფულადი ჯილდო გადაეცემათ. რეგიონული მნიშვნელობის, მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია გასულ წელს უკვე ჩატარდა და ტრადიციად იქცა. ახალგაზრდებმა რეგიონში ახალგაზრდული ცხოვრების საინტერესოდ გატარების შესახებ საკუთარი იდეები გაუზიარეს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხაზი გაესვა ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, სარეკრეაციო სივრცეების, სპორტული მოედნებისა და განათლების ინფრასტრუქტურის შექმნას, რომლის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ️თელავში, საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე წლების მანძილზე, აქტიურად ფუნქციონირებს ამერიკის კუთხე, რომელიც მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგ-მასწავლებლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფს. ყოველდღიურად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები და სადისკუსიო შეხვედრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0