გიორგი ალადაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06/11/2023

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და საერთო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ პანკისის ხეობაში, სოფ. დუისში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციისთვის. ელჩმა თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა კახეთის რეგიონის ავთენტური და მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ელჩის თქმით რამდენჯერმე ესტუმრა კახეთს და შემოდგომის ფესტივალებს სტუმრებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, თელავში, თურქეთის საპატიო საკონსულო ოფიციალურად გაიხსნება. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ბატონ ელჩს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენელს თელავში, წყალმომარაგების მიმართულებით, განხორციელებული პროექტისთვის და ურთიერთთანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0