გიორგი ალადაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

22/02/2024

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კიმ დონგაპს შეხვდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. გიორგი ალადაშვილმა დიპლომატთან ერთად განიხილა საქართველოს და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის გამართვის შესაძლებლობა, რაზეც დიპლომატმა მზაობა დაადასტურა. მხარეებმა განიხილეს რეგიონის შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0