გიორგი ალადაშვილი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიიღეს. დიპლომატთან შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საუბარი შეეხო საქართველო – სომხეთს შორის არსებულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მხარეებმა იმსჯელეს საერთო თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე – განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს მონახულება.

Visited 50 times, 1 visit(s) today