გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის N161 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

02/06/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის N161 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მოსწავლეებმა, იმ ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თავადვე გადაწერეს და მოხატეს.
დღესვე ბავშვებმა ვეფხისტყაოსნის თემაზე პოეზიის საღამო გამართეს და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს გიორგი ალიბეგაშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სიტყვით მიმართა, შოთა რუსთაველის პოემის ხელნაწერის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.
დღესვე გიორგი ალიბეგაშვილმა, მოზარდებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე ყოველწლიური კონკურსის „თბილისი“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მოსწავლეებს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
ღონისძიებას სკოლის პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0