თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები თბილისის მეცნიერებათა აკადემიაში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას დაესწრნენ.
დოკუმენტის დეტალები დამსწრე საზოგადოებას გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა შეხვედრაზე თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის მნიშვნელობაზე, შემუშავების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია შედგა, სადაც თბილისის მეცნიერებათა აკადემიაში შეკრებილმა საზოგადოებამ თბილისის მერიისა და გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს.
სრულყოფილი დოკუმენტის მიღების მიზნით, საჯარო განხილვები კვლავაც გაგრძელდება.