გიორგი ალიბეგაშვილი ისრაელის ცენტრის „ცენტრი ახალგაზრდა ლიდერებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა

20/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში ისრაელის ცენტრის „ ახალგაზრდა ელჩების ეროვნული სკოლა“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ებრაელი და ქართველი ხალხის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ესტუმრნენ.
შეხვედრა, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის დარგობრივი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, საქართველოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინიციატივით შედგა.
მიღებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ებრაელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ ესაუბრა, ცენტრის წარმომადგენლებს საკრებულოს შენობის ისტორია გააცნო და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ახალგაზრდებმა, თავის მხრივ, გიორგი ალიბეგაშვილს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ცენტრის მიზნებსა და მიმართულებებზე ისაუბრეს.
ისრაელის ცენტრი, რომლის მიზანი საზოგადოების სრულფასოვანი წევრების აღზრდაა, ახალგაზდებისთვის შესაბამისი განათლების მიცემას, თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნის მიღებას და ასევე პერსონალური, ინტელექტუალური და ემოციური უნარების განვითარებას ემსახურება.
ცენტრის წარმომადგენელთა აზრით, უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბება სოციალური ჩართულობით, მეწარმეობით და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებითაა შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0