გიორგი ალიბეგაშვილმა აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ წევრთან ქეთევან მამულაშვილთან და რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
გიორგი ალიბეგაშვილმა აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად და მეგობრულად თანაცხოვრობენ და ამ ტრადიციას საქართველო არც მომავალში უღალატებს“,- აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
შეკრებილი საზოგადოებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0