გიორგი გახარიამ და ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში” იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა. პრემიერსა და მინისტრს საწარმოს დირექტორმა გააცნო საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვი, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს. თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში” ჯამურად 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმო, რომელშიც 100-მდე ადამიანია დასაქმებული, წელიწადში, 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს. თხილის საწარმოს მიმდებარედ, კომპანია ფლობს სამაცივრე საწყობსაც, რომელიც სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამაცივრე საწყობიც დაათვალიერეს.

Visited 73 times, 1 visit(s) today