გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

07/07/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა გიედრიუს პოუჯუნასს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0