გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება უწყებების მართვის ეფექტიანობის ხარისხი

13/11/2017

„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად – მამუკა ბახტაძის კანდიდატურების წარდგენას.
„ვფიქრობ, რომ ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.
„გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი, უნარიანი კადრი საქართველოს მთავრობაში და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნება ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0