გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითად საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას და პოზიტიურ შედეგებს Covid-19-თან ბრძოლის მიმართულებით. არად ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა.

Visited 45 times, 1 visit(s) today