გიორგი გახარია ბინალი ილდირიმს შეხვდა

10/07/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ნავთობის 22-ე კონგრესში, რომელიც 10 ივლისს ქალაქ სტამბოლში გაიმართა.კონგრესს. მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და 150-ზე მეტი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს. გიორგი გახარიამ ბინალი ილდირიმთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. შეხვედრაზემხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებმიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას დამომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებასითვალისწინებს. გიორგი გახარიას შეფასებით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისთვის, თუ როგორ შეიძლება პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის ეკონომიკური პოტენციალი საკუთარი ხალხის უფრო მეტი კეთილდღეობის მისაღწევად. თურქეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰატ ზეიბექჩისთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0