გიორგი გახარია სართაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა-მარტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა. მათ შორის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ამ კუთხით მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს.
გიორგი გახარიამ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ბიზნესსახლის კონცეფცია წარუდგინა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის შექმნის საკითხი და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

Visited 161 times, 1 visit(s) today