გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

31/01/2018

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარტინა ქუიქს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს როლი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში.
გიორგი გახარიამ და მარტინა ქუიქმა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შვედეთის ელჩს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები, ასევე, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ სამომავლოდ შვედეთის სამეფოში ვიზიტის განხორციელების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0