გიორგი გოგილაშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

13/11/2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, გიორგი გოგილაშვილი , უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
იგი პირველ სამუშაო დღეს მერიის თანამშრომლებს შეხვდა.
გიორგი გოგილაშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. მას მოსახლეობის 59,5% პროცენტმა დაიუჭირა მხარი.
გიორგი გოგილაშვილი დაიბადა 1962 წლის 26 მარტს, ქალაქ სიღნაღში.
1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, პროფესიით სამთო იმჟინერ-გეოლოგია.
1984-1985 წლებში მუშაობდა ქალაქ წნორის საკონსერვო ქარხანში უფროს ელექტროინჟინრად.
1987-1987 წლებში იყო ქალაქ წნორის პურპროდუქტების საწარმოო კომბინატის უსაფრთხოების ტექნილის ინჟინერი.
1989-1992 წლებში მუშაობდა ქალაქ წნორის პურპროდუქტების საწარმოო კომბინატის ახალი ტექნიკის დანერგვის ინჟინრად.
1992-1994 წლებში იყო ქალაქ წნორის პურპროდუქტების საწარმოო კომბინატის ზეთსახდელი საამქროს ცვლის უფროსი.
1998 -2000 წლებში მუშაობდა შპს ,,პოსეიდონში“ თამბაქოს დამამზადებლად.
2008-2016 წლებში იყო ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ცვლის უფროსი.
2016 წლიდან მერად არჩევამდე იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთობის“ თავმჯდომარე.
არის საქართველოს თასის მრავალგზის მფლობელი ძალისმიერ სამჭიდში (წოლჭიმი).
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0