გიორგი გურასპაშვილი, შშმ ბავშვთა ცენტრ „მომავლის სახლის“ და მეორე სკოლასთან არსებული დღის მოვლის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა

04/12/2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე და მერიის წარმომადგენლები შშმ ბავშვთა ცენტრი „მომავლის სახლის“ და მეორე სკოლასთან არსებული დღის მოვლის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრნენ და ამ დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ტორტი და ტკბილეული მიუტანეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით შშმ პირთა ადაპტირების არაერთ ღონისძიებას უჭერს მხარს, კერძოდ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებულია მისაწვდომობის საშუალებები.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა შშმ პირს შეეძლოს საკუთარი უფლებების რეალიზება, რაც ხელს შეუწყობს მათს ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში,“ -აღინიშნა შეხვედრაზე გიორგი გურასპაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0