გიორგი გურასპაშვილმა გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები დაათვალიერა

06/09/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ უზრუნველყოფით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში; წაღვლი, ტკოცა, პატარა ფლევი, დიდი ფლევი, ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, წეღვერი, ტიტვინის წყარო, ნაცარგორა, ნაბახტევი, მცხეთიჯვარი, უწლევი, ალი, ბრილი, ქინძათი, ახალუბანი, დუმაცხოვი, კლდისწყარო. აღნიშნული ღონისძიებები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.
პროექტირების სამუშაოებში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები , რათა გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელებისას მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
სამომავლოდ იგეგმება ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის გაზიფიცირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0