გიორგი გურასპაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

04/09/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროს გიორგი პაპიაშვილთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა; მინის ტარის დასახლებაში #8 საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც თანადაფინანსებით ხორციელდება, 538 965 ლარს მოიცავს და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩაზე სტიქიის დროს დაზიანებული კედლების მოწყობის სამუშაოები, სურამში რუსთაველის ქუჩაზე სტიქიის დროს დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, მიმდებარე ჩიხის და ტროტუარის მოასფალტების სამუშაოები.
რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის და მიმდებარე ჩიხის რეაბილიტაციისთვის 100 224 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
26 მაისის ქუჩაზე, სტიქიის დროს დაზიანებული კედლების მოწყობისთვის 136 994 ლარია გამოყოფილი. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0