გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს გაეცნო

22/02/2018

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და 12 -ე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო და ის მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

“ამ ეტაპზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ კორპუსში ცხოვრება სრულიად უსაფრთხო იქნება”, -განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მისივე თქმით, გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება და მას მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.
გიორგი დოხტურიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
დეპუტატის ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩატარდება.
ამასთანავე, რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდება, რომლის ფარგლებში, სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0