გიორგი დოხტურიშვილი რუსთავში მიმდინარე პროექტებს

18/04/2023

სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი რუსთავში მიმდინარე პროექტებს მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და შევჩენკოს ქუჩებზე გზის საფარსა და ტროტუარებს რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში ოთხივე ქუჩაზე:
გზის საფარის აღდგენამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
სრულად განახლდება გზის საფარი;
მოეწყობა ტროტუარები;
მწვანე სივრცეები;
გარე განათების ქსელი;
სანიაღვრე სისტემა, ამ ეტაპზე კი წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება შეადგენს 3 698 976 ლარს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მისმა მოადგილემ ილია ჯალაღანიამ, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონაძემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა და კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ ჯანელიძემ მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0