გიორგი დოხტურიშვილი სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

27/12/2017

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, რაიონის გამგეობაში, მოსახლეობას შეხვდა და მათ სამგორის 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები გააცნო. საკრებულოს წევრის განცხადებით, რაიონის მომავალი წლის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით განისაზღვრა და სხვადასხვა პრიორიტეტებზე გადანაწილდა, რომელთაგან წამყვანი ადგილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებს უჭირავს. გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მომავალ წელს, სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, რაიონში ავარიული გზების მოვლა-შეკეთება, წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, სკვერებისა და სპორტული მოედნების აღდგენა -რეკონსტრუქცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ხელშეწყობა იგეგმება. დეპუტატის თქმით, თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი სოციალური სფეროს მიმართულებით განსახორციელებელ სხვადასხვა პროგრამებს უკავია. მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე და რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0