გიორგი დოხტურიშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

23/02/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთის ტრადიციული, მჭიდრო ურთიერთობები და ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ დასავლური ინტეგრაციის გზაზე მზად არის საქართველოს გვერდში დგომისთვის და იმ პრაქტიკების გაზიარებისთვის რამაც ჩეხეთი ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აქცია. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე, კახა კობერიძე, ილია ჯალაღანია, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, იანა გაშპარიკოვა და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0