გიორგი დოხტურიშვილი Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

18/07/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის დირექტორთა საბჭოს წევრებს, მიხეილ შათაშვილსა და სერგეი მილერსს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებზე ისაუბრეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე Tbilisi Hills Golf & Residences რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რადგან გოლფის მოედანი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური პროექტია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. რეგიონის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროს განვითარებასა და გაძლიერებას ასევე უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროექტი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი და Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის სამეთვალყურეო საბჭოს ასისტენტი, თეა მიქაუტაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0